შემდგომი დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობისა.
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმე და ანასი.
მოწამისა სევერიანესი (320);
ღირსისა თეოფანე მმარხველისა და აღმსარებელისა (დაახლ. 300); მოწამეთა ხარიტონისა და სტრატორესი (სტრატონიკესი);
ნეტარისა ნიკიტა კონსტანტინოპოლელისა (XII);
პოვნა და აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1896);
ხსენება მესამე მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (431);
ღირსი იოსებ ვოლოცკელი (+1515);
ღირსი იოაკიმე ოპოჩელი (+1550); ხსენება მღვდელმოწამეთა: გრიგოლ გალიაევისა, პრესვიტერისა, და ალექსანდრე იპატოვისა, დიაკონისა (+1918), მღვდელმოწამეთა: ზაქარია ლობოვისა, ვორონეჟის მთავარეპისკოპოსისა, იოსებ არხაროვისა, ვასილ რაზუმოვისა, სერგი უკლონსკისა, ალექსი უსპენსკისა, პრესვიტერთა, მოწამისა ვასილი შილაკოვისა (+1937), მღვდელმოწამისა ალექსანდრე ვინოგრადოვისა, პრესვიტერისა (+1942);
ღირსი კიარან ირლანდიელი (+549);
წმინდა აუდომარი, ტერუანელი ეპისკოპოსი (+670).
დღის ლოცვა
წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმ და ანასი
ტროპარი: რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღმრთივმონიჭებული გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხორებისა სახლსა დავითისსა.
კონდაკი: იხარებს აწ ანა ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი და ზრდის ყოვლადუხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.