მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონიოსისა, მიგდონიოსისა, პეტრესი, ინდისისა, გორგონიოსისა, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი და სხვათა (302);
ღირსისა თეოქტისტესი, ღირსი ეფთვიმე დიდის თანამმარხველისა (467);
წმიდისა ფებე დედათდიაკონისა (I);
მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა (309);
მღვდელმოწამისა არისტიონისა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა;
იოანიკე II სერბელი პატრიარქისა (1354);
ნეტარი იოანე ხშირთმიანი, როსტოველი საკვირველმოქმედი (+1581);
წმინდა მღვდელმოწამე პიმენი, ვერნენის ეპისკოპოსი (+1918);
მოწამე პოლიდორე ახალეფესელი (+1794);
ხსენება მღვდელმოწამეთა: სერგი ფენომენოვისა, ვასილ კოლმიკოვისა, ფილიპე შაცკოსი, ვლადიმერ დმიტრიევსკისა, პრესვიტერთა, ღირსმოწამისა მელეტისა (გოლოკოსოვისა), მღვდელ-მონაზვნისა (+1918), მღვდელმოწამეთა: ვასილ კრასივსკიხისა და პართენ კრასივსკიხისა, პრესვიტერთა (+1919), მღვდელმოწამეთა: ანდრია დალნიკოვისა და თეოფანე სოკოლოვისა, პრესვიტერთა (+1920), მღვდელმოწამეთა: ვლადიმირ სადოვსკისა და მიხეილ სუშკოვისა, პრესვიტერთა (+1923), მღვდელმოწამისა ექვთიმე კრუგლოვისა, პრესვიტერისა და მასთან ოთხთა მოწამეთა (+1924), მღვდელმოწამისა რომან მარჩენკოსი, პრესვიტერისა (+1929), მღვდელმოწამეთა: ალექსი ზინოვიევისა და ილია ბაჟანოვისა, პრესვიტერთა (+1937) და მღვდელმოწამისა პეტრე სოროკინისა, დიაკონისა (+1953); მოწამისა ხარიტონისა; მოწამისა არხონტიონისა; ხსენება შვიდი ნიშაპურელი მოწამისა.
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონიოსისა, მიგდონიოსისა, პეტრესი, ინდისისა, გორგონიოსისა, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმეს კონდაკი:
მღდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებითა ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.