პირველმოწამისა რაჟდენ სპარსისა, სოფელ წრომს წამებულისა (457);
წმიდათა ცხრათა ძმათა ხერხეულიძეთა დედით და დით და მათთანა 10000-თა ქართველთა, მარაბდის ბრძოლის ველზე მომწყდართა (1625);
ღირსთა: ისააკისი, დალმატისი და ფავსტოსი (IV-V);
ღირსისა კოზმა განდეგილისა (VI);
ღირსისა ანტონი რომაელისა, ნოვგოროდელი სასწაულმოქმედისა (1147);
წმინდა სალომე მენელსაცხებლე (I); ხსენება მღვდელმოწამისა ვიაჩესლავისა (ლუკანინი), დიაკონისა (+1918), მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (პომერანცევი), პრესვიტერისა (+1938);
წმინდა თეოკლიტა, საკვირველმოქმედი და აღმსარებელი (+829-842); ხსენება წმინდა იოანე ბერისა (+458) და იოანე ახლისა, ეფესოს მთავარეპისკოპოსთა (+787); ღირსი იოანე აღმსარებელი, კუნძულ პატელარიაზე (ძველად - კოსირზე) წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის დამაარსებელი (VIII-IX).
დღის ლოცვა
პირველმოწამე რაჟდენის, სოფელ წრომს წამებულის
ტროპარი: ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზასა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ, მორწმუნენო, ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
კონდაკი: მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩუენ, მაქებელთა შენთა.