წინადღესასწაული მიძინებისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა.
მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, პროტოდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) და ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა (XX);
წინასწარმეტყველისა მიქეასი, 12-თაგანისა (VIII ს. ქრისტეს შობამდე);
მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამეელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 389);
ხსენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სასწულებრივად აგებისა კიევის მღვიმევის მონასტერში (+1073);
ღირსი თეოდოსი მღვიმელის +(1074) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1091 წელს;
წმინდა მოწამე ურსიკი (IV);
წმინდა მოწამე სვიმეონ ტრაპიზონელი (+1653); წმინდა ალიპი;
ღირსი არკადი ნოვოტორჟელი (+1074); მღვდელმოწამე ვასილი (ბოგოიავლინსკი), ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი; ღირსმოწამე მათე (პომერანცევი), არქიმანდრიტი; მოწამე ალექსი ზვერევი; მღვდელმოწამე ვლადიმერ ცედრინსკი, დეკანოზი (1918); მღვდელმოწამეები ვლადიმერ სმირნოვი, დეკანოზი ნიკოლოზი ტოლგსკი, დეკანოზი, ღირსმოწამე ელეფთერი (პეჩენიკოვი), სქემარქიმანდრიტი, ღირსმოწამე ევა; (პავლოვა) იღუმენია; ღირსმოწამე ევდოკია (პერევოზნიკოვა); მოწამე თეოდორე ზახაროვი (1937); აღმსარებელი ღირსი ალექსანდრე (უროდოვი), არქიმანდრიტი (1961);
ხსენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სასწულებრივად აგებისა კიევის მღვიმევის მონასტერში (+1073); ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "მოსაუბრე" (XIV); ნარვის ღმრთისმშობლის ხატი (XVI).
დღის ლოცვა
ღვთისმშობლის მიძინების წინადღესასწაული
ტროპარი: ერნო, გიხაროდენ და სარწმუნოებით აღიპყრენით ხელნი თქუენნი, და სურვილით შემოკრებით, და სიხარულით ღაღადებდით, რამეთუ დედასა ღმრთისასა ეგულვების ქუეყანით ზეცად ამაღლებაი, რომელსა ძალნი ცათანი შიშით უგალობენ.
კონდაკი: დიდებულსა ხსენებასა შენსა ყოველი სოფელი უნივთოთა სიხარულითა შეიმკვების, ხოლო გონებითა მოხარული ხმობს შენდა მომართ: გიხაროდენ, ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.