ღირსისა გიორგი მთაწმიდელისა (1065); ღირსმოწამისა ლუკა იერუსალიმელისა, მოწამებრივ აღსრულებულისა (მუხაის ძე, აბაშიძე, 1273-1277); მღვდელმოწამისა კირიონ II-ისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1918); ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (დაახლ. 530); მართლისა იოანა მენელსაცხებლისა (I); ღირსისა სევეროს ხუცისა (VI); წმინდა მოწამე ანექტ კესარიელი (+304); წმინდა მარტინ ტუროველი (+1150); წმინდა ამბროსი ოპტელის (+1891) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1998 წელს; მღვდელმოწამე კირილე I (ლუკარისი), კონსტანტინოპოლის პატრიარქი (†1638).
დღის ლოცვა
ღირსი გიორგი მთაწმინდელის კონდაკი:
ათთორმეტთა მზეთა შორის მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ სანთლითა ღმრთისმეტყუელებისათა, ბრძენო გიორგო, რამეთუ ადიდა მიცვალებაი შენი დღესასწაულსა თვისთა მეგობართასა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ გუეყავ ჩუენ.