მოწამისა შალვა ახალციხელისა (1227);
მოწამეთა: მანოელისა, საბელისა და ისმაილისა (362);
მღვდელმოწამე მილანი რმანელი (+1941);
ღირსი იოსებ განდეგილი, გალობისას აღსრულებული;
წმინდა მოციქული აეტი (I);
წმინდა აბბა პიორე (IV);
მღვდელმოწამე ფილონიდო, კურიონის ეპისკოპოსი (+306);
ღირსი ძმები: ნიკიტა, კირილე, ნიკიფორე, კლიმენტი, ისააკი - ალფანოვები (XIV);
ღირსი ანანია ნოვგოროდელი (+1581); მღვდელმოწამე ამბერკი სევეროვოსტოკოვი, მღვდელი (+1918); ღირსმოწამე ნიკანდრო (პრუსაკი), მღვდელ-მონაზონი (+1918); ღირსი მაქსიმე (პოპოვი), აღმსარებელი, მღვდელ-მონაზონი (+1934), მოწამე პელაგია ბალაკირევა (+1943);
ღირსი ბოტულფი (+653) და ადოლფ მაასტრიხტელი (+680).
დღის ლოცვა
წმინდა შალვა ახალციხელის
ტროპარი: მოწამემან შენმან უფალო შალვა ახალციხელმან ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო შალვა ახალციხელო, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
მოწამეთა: მანუელისა, საბელისა და ისმაილის კონდაკი:
სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.