წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე);
მეთოდე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847);
ღირსი ნიფონტე ათონელი (+1411); ღირსი ივლიტა, მშვიდობით აღსრულებული;
დივეევოელ წმინდანთა კრებული;
თავადი მსტისლავი, ნათლისღებით გიორგი, ნოვგოროდელი (+1180);
ღირსი მეთოდე პეშნოშელი (+1392);
წმინდა ელისე სუმელი (XV-XVI); მღვდელმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი), მიტროპოლიტი კიევისა და გალიცისა (+1918); მღვდელმოწამე იოსებ სიკოვი, მღვდელი (+1918); მღვდელმოწამეები ნიკოლოზ ვინოგრადოვი და ალექსანდრე პარუსნიკოვი, დეკანოზები (+1938); მღვდელმოწამე ნიკოლოზ ზაპოლსკი, დიაკვანი (+1938);
ესტონელი ახალმოწამენი (+1940).
დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ელისეს
ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინაისწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა გამწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.
კონდაკი: წინაისწარმეტყუელ ღმრთისა გამოსჩნდი და მოიღე მრჩობლი მადლი ჭეშმარიტად ღირსებით, ელისე ნეტარო, რამეთუ იქმენ შენ თანა მკვიდრ ილიასა, მისთანავე ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.