ღირსთა მოწამეთა: მღვდელმონაზონისა შიო ახლისა, დავით მწირისა, გაბრიელისა, პავლესი და გაბრიელისა, გარეჯელთა, ლეკთაგან მოწყვეტილთა (1696-1700);
მოწამეთა: იუსტინე ფილოსოფოსისა და სხვა იუსტინესი და მათთანა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსისა, პეონისა და ვალერიანესი (166);
ღირსი დიონისე, იღუმენი გლუშიცისა (+1437);
წმინდა იოანე კრონშტადტელის (+1908) განდიდება 1990 წელს;
ღირსი აღაპიტე პეჩორელი, უვერცხლო მკურნალი (+1095); ხსენება მღვდელმოწამისა ვასილისა, პრეობრაჟენსკისა, პრესვიტერისა და მოწამისა ვერასი, სამსონოვასი (+1940);
მოწამე ფირმა (+284-303);
მოწამე ფესპესიოსი (+230); მოწამისა ნეონისა; მღვდელმოწამისა პიროსისა, ეპისკოპოსისა; ათი ათასი ანტიოქიელი მოწამისა, დეციუსის დევნისას ვნებულთა.
დღის ლოცვა
მოწამისა იუსტინე ფილოსოფოსის და სხვა იუსტინესი და მათ თანა: ხარიტონისა, ხარიტასი, ეველპისტესი, იერაქსისა, პეონისა და ვალერიანეს კონდაკი:
საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხორებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.