წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მარიამ მაგდალინელისა, მარიამ კლეოპასი, სალომესი, იოანასი, მართასი და მარიამისა, სუსანასი და სხვათა; მართალთა იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოსისა; კეთილმსახურისა თამარისა, მეფისა ყოვლისა საქართველოისა (1213) მცხეთის პატიოსანი ჯვრის აღმართება (გარდამავალია, მოიხსენიებიან აღდგომიდან მე-3 კვირიაკეს);
ეფრემ დიდისა, მაწყვერელისა (IX);
მღვდელმოწამისა სვიმეონისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: ავდელი და ანანია ხუცესთა, ქუსდაზატ (უსფაზან) საჭურისისა, ფუსიკისა, აზატისა, ასკიტრეასი და სხვათა მრავალთა (IV);
ღირსისა აკაკისი, მელიტინელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 435);
ღირსისა ზოსიმესი, სოლოვეცკელი იღუმენისა (1478);
მოწამისა ადრიანესი (251);
აღაპიტესი, რომის პაპისა (536);
წმინდა მაკარი კორინთელი (+1805);
მღვდელმოწამე ანიკიტა რომაელი (+165-166);
ღირსი პაისი მღვიმელი, ქრისტესთვის სულელი (+1893);
ღირსი ალექსანდრე სვირელის წმ. ნაწილთა აღმოყვანება (+1533); წმინდა აღმსარებელი მიხეილ ნოვიცკი, მღვდელი (+1935); მღვდელმოწამე თეოდორე ნედოსეკინი, მღვდელი (+1942);
ღირსმოწამე დონან ეიგელი (+616-618).
დღის ლოცვა
აღდგომიდან მე-3, მენელსაცხებლე დედათა კვირა
ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქვესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო დიდება შენდა.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხწრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახლსა საფლავსა დაგდვა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკვდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ხმა-ვყოფთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენ მიაგებე და გოდებაი პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაი უბრძანე, ხოლო იგინი ხმობდეს: მხსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.