მღვდელმოწამისა ევდემოზ I-ისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1642) (დასაფლავებულია ანჩისხატის ტაძარში);
მღვდელმოწამისა იეროთესისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III);
მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელი ეპისკოპოსისა (III-IV);
მოწამეთა: დომნინასი და ორთა ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი, 305-306);
ღირსისა ამონისა (დაახლ. 350);
ღირსისა პავლე უბრალოსი (IV);
მოწამეთა დავიკტისა (დავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV); ხსენება წმინდისა გურისა, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსისა და ბარსანოფისა, ტვერელი ეპისკოპოსისა (+1595); ხსენება კეთილმსახური მთავრისა, ვლადიმერისა, ნოვგოროდელი საკვირველმოქმედისა (+1052); ხსენება ელადისა და ონისიმესი, კიევ-პეჩორელთა, ახლო მღვიმელთა (XII-XIII) და ღირსთა: ამონ დაყუდებულისა და
პიორისა, კიევ-პეჩორელთა, შორეულ მღვიმელთა (XIII);
წმინდა სტეფანე (შილიანოვიჩი), სერბი თავადი, და მეუღლე მისი, წმინდა ელისაბედი (+1515); ხსენება მღვდელმოწამისა დიმიტრი ვოზნესენსკისა, პრესვიტერისა (+1918), მღვდელმოწამეთა: ნიკოლოზ ვერეშჩაგინისა, მიქაელ ტვერდოვსკისა, იაკობ ბობირევისა და ტიხონ არხანგელსკისა, პრესვიტერთა (+1937), წმინდისა აღმსარებლისა ქიონია არხანგელსკისა (+1945);
ღირსი თეოდორე თამასელი (I-II);
ღირსი იოანე ლამპადისელი, კვიპროსელი სასწაულმოქმედი (X); ხსენება წმინდისა თეოდორე პირველისა, ანტიოქიელი პატრიარქისა, აღმსარებლისა.
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათონელი ეპისკოპოსის
ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო იეროთეოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა გოდოლი მტკიცე ზახებასა მტერთას არა შეშინდი, არამედ საცთურთა შინებანი დაარღვიენ, რამეთუ ვითარცა ქვა პატიოსანი გორვიდი, მამაო, ვინაიცა მეუფე განგამხნობდა შენ და ცხოველმყოფელითა მარჯვენითა გვირგვინოსან-გყო, რომელსა ჩუენ ყოველთათვის ევედრე.
სხვა კონდაკი: მღდელთავარსა ათინელთასა გაქებთ შენ, ვითარცა საკვირველად ბრძენთა შორის გამოჩინებულსა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა მხილველსა, და ღმრთისმეტყუელებად ღირს-ქმნილსა; ამისთვისცა ევედრე უფალსა, ყოვლადსანატრელო იეროთეოს, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოვლისა ჭირისაგან, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ღმრთივგანბრძნობილო.