ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის მოსკოვში ჩაბრძანება (+1648);
ღირსისა ანტონისა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა (1815) და მოწაფისა მისისა იაკობ ხუცესმონაზონისა;
მოწამეთა: კარპესი, თიატირელი ეპისკოპოსისა, პაპილე დიაკონისა, დისა მისისა აგათონიკასი და აგათოდორესი (დაახლ. 251);
მოწამისა ფლორენტისა (III);
მოწამისა ბენიამინ დიაკონისა (421-424);
ღირსისა ნიკიტა აღმსარებელისა (დაახლ. 838);
დიდმოწამისა ზლატასი (ქრისასი) (1795);
წმინდა ლუკა დემანელი (+920-985);
წმინდა ეპისკოპოსი სიმპერტი (IX);
ღირსი ვანანტი ტურელი (V); მღვდელმოწამე პენტალ ბაზელელი (კიოლნელი), ეპისკოპოსი (+დაახლ.304 წ.); მართალი ლუბენტი კობერელი, ხუცესი (IV); წმინდა მღვდელმთავარი რეგინბალდ შპაიერელი ეპისკოპოსი (+1039); წმინდა მოწამე ანტიგონე;
წმინდა მოწამე დიოსკორე ალექსანდრიელი (+დაახლ. 305);
მღვდელმოწამე იაკობ ჰამატურელი (გარდ. XIII საუკუნის ბოლოს);
წმინდა მელეტი, ალექსანდრიის პატრიარქი (+1601);
წმინდა ბენიამინ მღვიმელი (XIV); წმინდა მღვდელმოწამენი: თადეოზი (უსპენსკი, ტვერის მთავარეპისკოპოსი; ინოკენტი კიკინი, მღვდელი; ნიკოლოზ ერმოლოვი, დეკანოზი (+1937);
სედმიეზერის ღვთისმშობლის ხატი "ოდიგიტრია" (XVII).
დღის ლოცვა
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა
ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.