მოწამეთა: პრობოსისა, ტრაქოსისა და ანდრონიკესი (304);
ღირსისა კოზმა წმიდაქალაქელისა, მაიუმელი ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (დაახლ. 787);
მოწამისა დომნიკასი (286);
მარტინე მოწყალისა, ტურელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 400);
წმინდა იასონი, დამასკოს ეპისკოპოსი;
მალტიდან გატჩინაში გადასვენება ძელიცხოვლის ნაწილისა, ფილერმის ღვთისმშობლის ხატისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მარჯვენისა;
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1022); წმინდა სამოცდაათი მოწამე; მოწამენი ანდრომახო და დიოდორე; მოწამე მალფეტა; წმინდა თეოდოტე, ეფესოს ეპისკოპოსი; მოწამე ანთია;
წმინდა მაქსიმილიანე (+284) და წმინდა კვირინე (+309) - ნორიკელი ეპისკოპოსები;
მოწამე ანასტასია ქალწული;
ღირსი ეპიქტეტი კვიპრელი, სასწაულთმოქმედი;
წმინდა თეოსები არსინოელი;
კეთილგონიერი ავაზაკი (I);
ღირსნი: ამფილოქე, ტარასი, მაკარი და თეოდოსი - გლუშიცელები (XV); წმინდა მღვდელმთავარი ფილარეტ ჩერნიგოველი (+1866); წმინდა იოანე აღმსარებელი (ლეტნიკოვი, +1930); ღირსმოწამე ლავრენტი (ლევჩენკო, 1937); მღვდელმოწამე ალექსანდრე (პოზდეევსკი, +1940), მღვდელი; აღმსარებელი ნიკოლოზი (მოგილევსკი, +1955), ალმა-ათის მიტროპოლიტი;
მოწამე ედვინი, მეფე ნორტუმბრიისა (+633);
ღირსი ვალბურგა ხაიდენხაიმელის (779-780) წმინდა ნაწილთა გადასვენება აიხშტედტეში (გერმანია), 870 წელს;
წმინდა ვილფრიდი, იორკის ეპისკოპოსი (+709-710);
ღირსი მობი გლასნეველი (+545);
დღესასწაული იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა (48);
კალუგის ღვთისმშობლის ხატი (+1748);
გერმანეს ღვთისმშობლის ხატი (VII);
მოხნატინის ღვთისმშობლის ხატი (+1691);
იაროსლავის ღვთისმშობლის ხატი (+1642).
დღის ლოცვა
მოწამეთა: პრობოსის, ტრაქოსის და ანდრონიკეს
ტროპარი: წმიდათა მოწამეთა წარმართებანი ძალთა ზეცისათა უფროსად დაუკვირდა, რამეთუ მოკუდავითა ხორცითა უხორცოსა მტერსა ძალითა ჯუარისათა კეთილად წინა განეწყვნეს და მძლე ექმნეს უხილავად, და ევედრებიან უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სამებისა დიდებაი გამოგვიცხადეს ჩუენ მხნეთა ქრისტეს ჭურვილთა ტრაქოს თანა პროვოს და ანდრონიკე, ამხილეს მძლავრთა ყოველი უღმრთოება, სარწმუნოებით მხნედ მოღუაწეთა.