ღირსისა იოსებ ხუცისა, მოხევისა, სასწაულმოქმედისა (1763);
მოწამეთა: სერგისა და ბაქოსი (290-303);
მოწამეთა იულიანე ხუცისა და კესარი დიაკონისა (I);
მოწამისა პელაგია ტარსიელისა (290);
მოწამისა პოლიქრონი ხუცისა (IV); ღირსისა სერგისა, მორჩილისა, პეჩორელისა, ახლო მღვიმელისა (დაახლ. XII); ღირსისა მამისა სერგისა, ნურომელისა (ვოლოგოდსკელისა, XIV); ხსენება მარტინიანე ბელოზერელისა; მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა, ყაზანელისა, პრესვიტერისა (+1942); წმინდისა მამისა იოანესი, მანჟურიის ეპისკოპოსისა (XIX);
ღირსი მამანი: იოანე განდეგილი და მისი ოთხმოცდათვრამეტი თანამოღვაწე, კრეტელნი.
დღის ლოცვა
ღირსი იოსებ ხუცის, მოხევის, საკვირველმოქმედის
ტროპარი: ვარსკულავად ბრწყინვალედ აღმოხედ თხემსა ზედა მთისასა და სოფელი განანათლე საკვირველებათა მიერ და უცხოთა მოქალაქობითა შენითა შეერთე ბანაკსა უხორცოთასა, მამაო წმიდაო იოსებ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ქუეყანაი ვნებათაი დაუტევე და შორის ქართა და ყინელთა ადიდებდ ბეთლემს შინა შობილსა უფალსა, რომელი იხილა ბაგასა სულისა შენისასა და ანგელოზთა თანა ღაღადებდ: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა.