ღირსისა ექვთიმე გარეჯელისა, წინამძღვრისა (მჭედელაშვილი) (1804);
ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკოელი ეპისკოპოსისა (815-820);
მირონ სასწაულმოქმედისა, კრიტელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 350);
მოწამეთა ელევთერისი და ლეონიდისი; ხსენება ღირსისა გრიგოლისა, პეჩორელი ხატმწერისა, ახლო მღვიმელისა (XII); წმინდა ზოსიმესა და საბატიოსის წმინდა ნაწილთა გადასვენება (+1566) და მეორე გადასვენება (+1992); ხსენება ღირსმოწამისა იოსებ ბარანოვისა, მღვდელ-მონაზვნისა (+1918), მღვდელმოწამისა ნიკოლოზ შუმკოვისა, პრესვიტერისა (+1937), მღვდელმოწამისა ნიკოდიმოს კროტკოვისა, კოსტრომის მთავარეპისკოპოსისა (+1938); ხსენება ათი ეგვიპტელი აღმსარებლისა; მოწამისა სტირაკისა;
ღირსი გრიგოლ სინელი (XIV);
ორი ტვირელი მოწამისა;
ღირსი თეოდოსი, ოროვეის მონასტრის იღუმენი;
მოწამე ტრიანდაფილე ზაგორელი (+1680);
მოწამე ანასტასი თესალონიკელი (+1794).
დღის ლოცვა
ემელიანე აღმსარებელის, კვიზიკელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ახოვნად მბრძოლად გამოსჩნდი შენ სამებისა და განიოტენ მწვალებელთა ერნი, და განბრწყინვებულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომლისთვისცა ივნე, ღირსო ემელიანე; ამისთვის პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, წარმართთა ზედა მოსლვისაგან იხსნენ მონანი შენნი.