
პირველმოწამისა რაჟდენ სპარსისა, სოფელ წრომს წამებულისა (457); წმიდათა ცხრათა ძმათა ხერხეულიძეთა დედით და დით და მათთანა 10000-თა ქართველთა, მარაბდის ბრძოლის ველზე მომწყდართა (1625); ღირსთა: ისააკისი, დალმატისი და ფავსტოსი (IV-V); ღირსისა კოზმა განდეგილისა (VI); ღირსისა ანტონი რომაელისა, ნოვგოროდელი სასწაულმოქმედისა (1147).
დღის ლოცვა
პირველმოწამე რაჟდენის, სოფელ წრომს წამებულის
ტროპარი: ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზასა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ, მორწმუნენო, ძნობითა საღმრთოთა, რათა მეოხებითა მისითა ვიხსნნეთ განსაცდელთაგან.
კონდაკი: მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩუენ, მაქებელთა შენთა.