კირილე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (444); ღირსისა იოანე შავთელგაენათელისა (XIII); მოწამეთა: თეკლასი, მართასი და მარიამისა, სპარსეთს ვნებულთა (346); წმიდისა დედისა პელაგიასი, რომელი ოდესმე იყო მეძავი ანტიოქია ქალაქსა შინა.
დღის ლოცვა
კირილეს, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
უფსკრულნი ღმრთისმეტყუელთა მოძღურებათანი ჩუენ მაცხოვრისა წყაროთაგან აღმოგვიდინენ, ყოვლადბრძენო, წვალებათა წარმძღუანებელნი, სანატრელო, და სამმღელვარეობათაგან საწმყსოსა განუხრწნელად დამცველნი, რამეთუ ყოველთა კიდეთა შენ ხარ, ღირსო, მასწავლელი, ვითარცა საღმრთოთა შინა ბრძენი.