ხსნილი

სულის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. მოწამისა თეოდოსია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); პირველი მსოფლიო კრების მამათა (325); ალექსანდრე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (326); ღირსმოწამისა თეოდოსია ქალწულისა, კონსტანტინოპოლელისა (730). წმინდა ლუკასი, მკურნალისა, სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსისა (ვოინო-იასენეცკი).
დღის ლოცვა
ქალწულმოწამე თეოდოსიას კონდაკი:
შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხორებასა მიემთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახელე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკლესიისა მოაშთვე, მოწამეო ყოვლადსანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.
მიცვალებულთა ხსენება
წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.