ღირსისა თეოდორე განწმედილისა (368);
მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (213-250);
მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტიასი (დაახლ. 303);
ნეტარისა ყრმისა მუზა ქალწულისა (V);
ღირსთა მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614); გიორგი II-ისა, მიტილენელი ეპისკოპოსისა (IX);
მღვდელმოწამე თეოდორე ვრშაცელი (+1594);
წმინდა მოწამენი: აბდა და აბდიეს ეპისკოპოსები, მათთან ერთად 16 მღვდელი, 9 დიაკონი, 6 მონაზონი, 7 ქალწული და 39 ქრისტიანი ერისკაცი (+375);
წმინდა ნეადი სასწაულმოქმედი;
ღირსი მაკარი, კორინთელი მიტროპოლიტი (+1805);
წმინდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925);
წმინდა მოწამე ნიკოლოზ მეძობოსელი (+1617); წმინდა თომა იერუსალიმის პატრიარქი (+807-820 წლები); წმინდა მღვდელმოწამე პაპილინე; ღირსი ვარასი (ვაროსი), წმინდა იოანე ნათლისმცემელის მონასტრის დამაარსებელი კონსტანტინოპოლის პეტრაში (V-VI); ღირსმოწამე პეტრე ვლაქერნელი (+761);
მოწამე ვუკაშინ იასენოვაცელი (+1943); წმინდა ეფრემ პერეკომელის წმინდა ნაწილთა გადასვენება (+1492); ღირსი კასიანე კომელელი (+1537); წმინდა მათე იარანელი (+1927); წმინდა მოწამეები - ფელიქსი და გენადი; წმინდა პოსიდიოს კალამელი ეპისკოპოსი (+440);
ღირსი ბრენდან მწირი (+დაახლ. 575-583).
აღდგომიდან მე-6, შობიდან ბრმის კვირა
ტროპარი: თანა-დაუსაბამოსა მას სიტყუასა მამისა და ყოვლადწმინდისა სულისასა, რომელი იშვა ქალწულისაგან ცხორებად ჩუენდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსვლაი ხორცითა ჯუარსა ზედა, სიკვდილი დასრთგუნა და აღადგინნა მკუდარნი დიდებულითა მით აღდგომითა თვისითა.
კონდაკი: თუალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენდა მოვივლტვი, ვითარცა შობითგან ბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე.