
ღირსისა ექვთიმე მთაწმიდელისა, მთარგმნელისა (1028); ღირსთა მოწამეთა, ათონის მთაზე ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII); მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკესი, დილეგის მცველისა (დაახლ. 177); პავსიკაკოსი, სინადელი ეპისკოპოსისა (606); წმიდათა: გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX); მოწამე ალექსანდრე რომაელი (+284-305); ღირსი ევფროსინე ივერიელი (XVIII); წმინდა სერგი აღმსარებელი (IX); ღირსი ნიკიფორე, ეფასიოსის მონასტრის ხუცესი; წმინდა გამალიელ მართალი, სჯულისმოძღვარი (I); მღვდელმოწამენი: ვასილი სოკოლოვი, ალექსანდრე ზაოზერსკი და ქრისტეფორე ნადეჟნინი, ხუცესები. ღირსმოწამენი: მაკარი (ტელეგინი), მღვდელ-მონაზონი, მოწამე სერგი (ტიხომიროვი) (+1922), 103 ჩერკასელი მოწამე (XX); ღირსი მაკარი გლუშიცკელი (+1462-1480); წმინდა ღირსმოწამე მაკარის - კანევის არქიმანდრიტის წმინდა ნაწილთა გადასვენება (+1688); წმინდა მართალი გლიკერია ქალწული, ნოვგოროდელი (+დაახლ. 1522); წმინდა აბან აბიგდონელი (V); წმინდა სევასტი მასსტრიხტელი, ტონგრის ეპისკოპოსი (+384).
დღის ლოცვა
ღირსი ექვთიმე ათონელის კონდაკი:
ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან სათნოებათა ბრწყინვალებითა და კურნებათა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებლად, ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ხსენებასა შენსა და პატივს სცემს ღუაწლთა შენთა, ყოვლადნეტარო მამაო ექვთიმე.