მიცვალებულთა ხსენება (აღინიშნება თომას კვირის შემდეგ სამშაბათს);
ღირსისა თეოდორე ტრიქინასი; მღვდელმთავართა:
გრიგოლისა (593) და
ანასტასი სინელისა (599), ანტიოქიელ პატრიარქთა;
ღირსისა ანასტასისა, სინას მთის იღუმენისა (VII);
მოციქულისა 70-თაგანისა ზაქესი, მეზვერეყოფილისა (I);
წმინდა მღვდელმოწამე ანასტასი II, პატრიარქი ანტიოქიისა (+609);
წმინდა ნიკოლოზ სერბის წმინდა ნაწილთა სამშობლოში გადასვენება (+1956);
წმინდა ათანასე, მეტეორაში ფერისცვალების მონასტრის დამაარსებელი (+1380) და მემკვიდრე მისი ღირსი იოსები (+1422-1423);
წმინდა ყრმა - მარტვილი გაბრიელ ბელოსტოკელი (XVII);
წმინდა თეოტიმე ფილოსოფოსი, ტომიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 412); ღირსი აღმსარებელი სმარაგდა (ონიშენკო, +1945), იღუმენია; წმინდა აღმსარებელი თეოდოსი, კოლომენსკის ეპისკოპოსი (+1937); ღირსი ალექსანდრე (ოშევენსკი, +1470);
კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი (+392).
დღის ლოცვა
ღირსი თეოდორე ტრიქინას კონდაკი:
გამოსჩნდი ყოვლადსაკვირველად ცხორებითა, თეოდორე ბრძენო მამაო, და ძაძისა იგი კუართი უფროის ქუეყანისა მეფეთა საუნჯეთა შერაცხე შენ; ამისთვისცა მოიხვენ უხრწნელნი იგი ზეცისა სამოსელნი და მარადის ევედრები ღმერთსა, ღირსო, ჩუენ ყოველთათვის.
მიცვალებულთა ხსენება
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.