აღდგომიდან მე-2, მოციქულ თომას კვირიაკე. აღდგომის განახლება. კვირაცხოვლობა; ღირსისა ბასილი რატიშვილისა (XIII);
ღირსისა იოანესი, ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფისა (IX); მოწამეთა: ბიკტორისი, ზოტიკისი, ზენონისი, აკვინდინესი და სევერიანესი (303);
კოზმან აღმსარებელისა, ქალკედონელი ეპისკოპოსისა, და ღირსისა ავქსენტისა (815-820); მოწამისა იოანე ახლისა, იოანინელისა (1526);
წმინდა მოწამე ტუნომი (ომარი) იერუსალიმელი (+1579);
ღირსმოწამენი: ქრისტეფორე (+1818) და იოსები (+1819); წმინდა პეტრე, პატრიარქი იერუსალიმისა (+552);
წმინდა ნავკრატიოს სტუდიელი (+848);
ღირსმოწამე იოანე კულიკასი (ან კუზიკასი, +1564);
წმინდა მღვდელმოწამე კირილე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (+1821);
ღირსი ექვთიმე სასწაულმოქმედი; ღირსი ექვთიმე, კარელიის განმანათლებელი (+1435) და მართალნი: ანტონი და ფელიქსი (+1418); მღვდელმოწამე ბესარიონ მეთოდეს ძე სელინინი, მღვდელი (+1918);
მაქსიმეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი (+1299);
მღვდელმთავარი ვიკტერპ (ვიგბერტ, ვიხბერტ ანდა ვიგგო +771).
დღის ლოცვა
კვირაცხოვლობა – თომას კვირა
ტროპარი: დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაი აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაი, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.
კონდაკი: გამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაი-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაი და ქებაი აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.
ღირსი იოანეს, მოწაფისა ღირსისა გრიგოლ დეკაპოლელის კონდაკი:
ცხორებაი შენი განაშუანე კრძალულებითა, მამაო, და ხორცნი მოაკუდინენ, და სძლე მტერისა მანქანებასა, ყოვლადნეტარო, და აღხედ ღმრთისა მიმართ უჭირველსა და დაუსრულებელსა ცხორებასა, ვითარცა ღირსი მკვიდრობისა; იოანე, მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათვის.