დღის ლოცვა
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღდეგ, ვითარცა მძლეი, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაი მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაი.
მღვდელმოწამისა ანტიპასი, ასიის პერგამის ეპისკოპოსისა
ტროპარი: კერპთა საცთური განაქარვე შენ, ანტიპა, და დასთრგუნე ძალი იგი ეშმაკისა, და ღმრთისა მბრძოლთა წინაშე კადნიერად აღიარე ქრისტე; ამისთვისცა ანგელოზთა წესთა თანა მაღალთა შინა განისვენებ და მეუფესა ყოველთასა დიდებისმეტყუელებასა შესწირავ, და ჩუენთვის ოხასა და მადლობასა წინა უყოფ, და მადლსა კურნებათასა მოგუანიჭებ; ამისთვის პატივს გცემთ შენ, მღვდელმოწამეო ანტიპა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელმთავართა შუენიერებაი იქმენ შენ, ნეტარო ყოვლადდიდებულო მოწამეო, და გამოუბრწყინდი ყოველთა, ვითარცა მზე, და განანათლებ, ყოვლადსაღმრთოო ანტიპა, და დახსნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა მღვდელმოწამესა და კურნებათა მომნიჭებელსა.