მიცვალებულთა ხსენება. მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, ქუთათელი მიტროპოლიტისა (წერეთელი, 1820);
42-თა ამორეველ მოწამეთა: კონსტანტინესი, აეტისა, თეოფილესი, თეოდორესი, კალისტესი, ბასოსი, პატრიკისა, თეოდორე კრატერისა, მელისენესი და სხვათა მათთანა (დაახლ. 842);
პოვნა პატიოსნისა ჯვარისა და პატიოსანთა სამსჭვალთა (ძელისა ცხორებისა) წმიდისა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326);
ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა (270-275); ღირსისა ევსუქი (ისიქი) სასწაულმოქმედისა, გალატიელისა (781); მოწამისა ევფროსინესი; ღირსმოწამისა მაქსიმესი;
ღირსი იობი, სქემაში - ისუ, ანზერელი (+1720);
ღირსი არკადი, კვიპრელი (IV); მოწამეთა იულიანესი და ევბულესი, მახვილით განგმირულთა (+დაახლ. 361);
ღირსი ფრიდოლინ ზეკინგენელი (+538).
დღის ლოცვა
42-თა ამორეველთა მოწამეთა
კონდაკი: ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიითვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსაცდელთაგან.
სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკულავნი სარწმუნოებისანი, გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვნეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრისტეს მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.
მიცვალებულთა ხსენება
წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.