მიცვალებულთა ხსენება. ღირსთა: იოანესი, სერგისა, პატრიკისა და სხვათა, წმიდა საბას ლავრაში მოწყვეტილთა (796);
მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თეოდოსიასი (310);
ნიკიტა აღმსარებელისა, აპოლონიადელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 813-820); იოვანე ურჰაელ კათალიკოსისა (VIII); წმინდა მოწამე მეფე არჩილი (+744);
წმინდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი (იგივე ფოტინი) და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (+ დაახლ. 66);
მოწამე მირონი კრეტელი (+1793);
წმინდა მარტინე, ქალაქ ბრაგის ეპისკოპოსი (+579);
ღირსმოწამე ევფროსინე ნოვგოროდელი (+1612); მღვდელმოწამე ვასილი სოკოლოვი, დიაკვანი (1938); მოწამე როდიონი, მოწამე აკილა ეპარქი,მოწამე ემმანუელი; მოწამე ლოლიონი; კუტბერტ ლინდისფარელი ეპისკოპოსი (+687 წ.).
დღის ლოცვა
ღირსთა მამათა, რომელნი წმიდა საბას ლავრაში მოისრნენ სარკინოზთაგან
კონდაკი: ქუეყანისა და ხორცთა ფუფუნებაი უგულებელს-ჰყავთ ცხადად, ყოვლადსანატრელნო, და უდაბნოსა ცხორებაი აღირჩიეთ, ხოლო სოფლისა შუენიერებაი და საზრდელი საწუთოსა მოიძულეთ, ვინაცა ღირს-იქმნენით ზეცისა სასუფეველსა, და გუნდსა თანა მოწამეთა დამმარხველთასა იხარებთ; ამისთვისცა პატივისმცემელნი ხსენებისა თქუენისანი გიგალობთ თქუენ წადიერად და ვიტყვით: გვიხსნენით ჩუენ ჭირთაგან, წმიდანო მოწამენო.
მიცვალებულთა ხსენება
წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.