ღირსისა გიორგი ღმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (1068); მოწამისა იაკინთესი (108); მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპისა, ასკლიპიოდოტესი და გოლინდუხტისა (II); მოწამეთა მოკისა და მარკოზისა (IV); ღირსისა ალექსანდრესი, "მღვიძარეთა" სავანის დამაარსებელისა (დაახლ. 430); ანატოლისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (458). გერგეტის სამებობა (ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში).
დღის ლოცვა
მოწამე იაკინთეს კონდაკი:
ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და იქმნა ედემს სამოთხისა უპატიოსნეს, და ხე გუელისა საცთურისა წარსწყმიდა კადნიერებითა სულისათა; ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.