სულთმოფენობის შემდგომი დღესასწაული. სულიწმიდის ორშაბათი. დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (IV); მღვდელმოწამისა თევდორესი, კველთელი მღვდლისა (1608-1609); ეფრემისა, ანტიოქიელი პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI); მოწამეთა: ნიკანდროსი და მარკიანესი; ეპისკოპოსისა აკვილიანესი.
დღის ლოცვა
დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის
ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილად მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვისცა მარადის გნატრით მორწმუნენი.
კონდაკი: სიმხნითა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყუა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.