დიდმარხვის დასაწყისი. მღვდელმოწამისა თეოდოტესი, კვირინელი ეპისკოპოსისა (IV); ქალწულმოწამისა ევთალია სიცილიელისა (252); მოწამისა ტროადისა და მისთანა წამებულთა (251); 440-თა იტალიელ მოწამეთა (579); არსენისა, ტვერელი ეპისკოპოსისა (1409); მოწამეთა ნესტორისა და ტრივიმისა (III): მოწამისა კოინტე აღმსარებელისა, სასწაულმოქმედისა, ფრიგიელისა (დაახლ. 283-284); მღვდელმოწამისა ათინოდორესი, ეგვიპტელი ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა; მოწამისა ევსუქი სინკლიტიკოსისა (სენატორისა)(286-305); წმიდისა ჩანდი შოტლანდიელისა (673); ღირსისა იოაკიმ ითაკელისა (1868); ღირსისა ნიკოლოზ პლანასი (1932).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე თეოდოტეს, კვირინელი ეპისკოპოსის კონდაკი:
ურწმუნოებისა ზღუასა და კერპთმსახურებისა სიცბილსა ამხილენ მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა მოწყლულმან, ხოლო ყოვლადდასაწველ ღმრთისა იქმენ და სასწაულთმოქმედებითა შეაცვრევ კიდეთა ქუეყანისათა, წმიდაო მღდელმთავარო თეოდოტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.