ძველი სტილი
8 თებერვალი
კვირა
ახალი სტილი
21 თებერვალი
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. ხმა 4.
ხსნილი ხსნილი
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატისა (IV); წინასწარმეტყველისა ზაქარია ნამგლისმხილველისა, 12-თაგანისა (დაახლ. 520 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: მართასი, მარიამისა და ძმისა მათისა ღირსმოწამისა ლიკარიონ ყრმისა; საბა II-ისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1271); ღირსისა მაკარისა პაფოსის ეპისკოპოსისა (1688); წმიდათა ფილადელფოსი და პოლიკარპოსი; აგათანგელოზისა, დამასკელი ეპისკოპოსისა (III); მოწამეთა ნიკიფორესი და სტეფანესი; მოწამისა პერგეტესი.
დღის ლოცვა
დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის
ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილად მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.

კონდაკი: სიმხნითა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყუა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთიდევ და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
მეზვერისა და ფარისევლის კვირა
კონდაკი:
ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე, და სულთქუმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვყოთ: შეგვიწყალენ ჩვენ, მხოლოო მრავალმოწყალეო.
კონდაკი: სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფისა ნებავს ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩვენთვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-4, ინ. 24: 1-12. (დას. 112).
ლიტ.: 2. ტიმ: 3:10-15. (დას. 296). ლკ. 18: 10-14 (დას. 89).
ლკ. XXIV, 1-12.
1. ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.
2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
6. აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:
7. რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
8. და გაახსენდათ მისი სიტყვები.
9. გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც.
10. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს.
11. მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ.
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
2ტიმ. III, 10-15.
10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,
11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.
12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.
15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.


ლკ. XVIII, 10-14.
10. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი მარხვისა და მისი მოსამზადებელი პერიოდის საეკლესიო ღვთისმსახურება რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. ეს თავისებურებანი მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრექრისტიანული ეპოქიდან დღემდე თითქმის უცვლელად შემოინახა.

istanbul evden eve nakliyat istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı teheccüd namazı nedir cialis viagra satış

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır