მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა - ფსალმუნთამთქმელისა და მოციქულისა იაკობისა - ძმისა უფლისა (გარდამავალია აღინიშნება შობის შემდგომ კვირას); მოციქულისა, პირველმოწამისა და მთავარდიაკონისა სტეფანესი (34); ღირსისა სტეფანე ხირსელისა (VI); ღირსისა და აღმსარებელისა თეოდორესი (დაახლ. 840); თეოდორესი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 686).
დღის ლოცვა
სტეფანე მთავარდიაკონის
ტროპარი: ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო, ქრისტეს მხედარო, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.
კონდაკი: გუშინ მეუფე ხორცითა იშვა ჩვენთვის და დღეს მონაი ქრისტესი ხორცთაგან განვიდა, გუშინ მეუფე ხორცითა გამოგვიჩნდა და დღეს მონაი ქვითა დაიქოლა; ამისთვის აღესრულა პირველმოწამე, ღირსი სტეფანე.