ძველი სტილი
10 დეკემბერი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
23 დეკემბერი
27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხმა 1.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
მოწამისა მეფისა ვახტანგ III-ისა, წმიდა მეფის დემეტრე თავდადებულის ძისა (1302-1308); მოწამეთა: მინასი, ერმოგენისა და ევგრაფისა (დაახლ. 313); მოწამისა გემელი პაფლაგონიელისა (დაახლ. 361); ღირსისა თომასი (X); ნეტართა: იოანესი (1503) და მშობელთა მისთა: სტეფანესი (1446) და ანგელინასი, სერბეთის მთავართა; იოასაფისა, ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (1754); წმინდა ათანასე, მეთონის ეპისკოპოსი (+880); მღვდელმოწამისა თეოტეკნისა; წმოწამისა მარიან კესარიელისა; მოწამისა ევგენისა; რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა: მღვდელმოწამეთა: იაკობ შესტაკოვისა და ალექსანდრე შკლიაევისა, პრესვიტერთა, მღვდელმოწამისა ევგრაფ პლეტნევისა, პრესვიტერისა და ვაჟისა მისისა, მოწამისა მიქაელისა (+1918), მღვდელმოწამისა ანატოლი პრავდოლიუბოვისა, ალექსანდრე ტუბეროვსკისა, ევგენი ხარკოვისა, კონსტანტინე ბაჟანოვისა, ნიკოლოზ კესარევისა, პრესვიტერთა, და მათ თანა: მოწამეთა: პეტრე გრიშინისა, ევსები ტრიახოვისა, მიქაელ იაკუნკინისა, დოროთე კლიმაშევისა, ლავრენტი კოგტევისა, გრიგოლ ბერდენევისა, მოწამეთა: ალექსანდრა უსტიუხინასი და ტატიანა ეგოროვასი, მღვდელმოწამეთა: მიქაელ კობზევისა, პრესვიტერისა, ღირსმოწამისა სერგი სოროკინისა, მღვდელმონაზვნისა (+1937), მოწამისა ევდოკია მარტიშკინასი (+1937 წლის შემდგომ), მღვდელმოწამეთა: ნიკოლოზ როზოვისა და ალექსი ვვედენსკისა, პრესვიტერთა (+1938 წელი), წმინდანთა: ანა ივაშკინასი და ტატიანა ბიაკირევასი, აღმსარებელთა (+1948), წმინდისა თეკლე მაკუშევასი, აღმსარებლისა (+1954), ღირსისა ანა სტოლიაროვასი, აღმსარებლისა, სქემმონაზვნისა (+1958)

დღის ლოცვა
მოწამეთა მინასი, ერმოგენისა და ევგრაფის

ტროპარი:
მარხვითა ვნებანი სახედ ცეცხლისა აღსრულნი მოაკუდინენით, მოწამენო ქრისტესნო, და მოიღეთ მადლი სენთა და უძლურებათა განდევნისა, ხოლო ცხორებასა შინა და შემდგომად აღსრულებისაცა სასწაულთმოქმედად გამოსჩნდით, ეჰა, საკვირველი ყოვლადდიდებული, რამეთუ ძუალნი შიშველნი აღმოაცენებენ კურნებასა, დიდებაი მხოლოსა დამბადებელსა ღმერთსა.

კონდაკი:
მინას საკვირველსა, ერმოგენის საღმრთოსა და ევგრაფის ყოვლადდიდებულსა ზოგად საღმრთოთა გალობითა ყოველნი პატივს ვსცემდეთ და პატივისმცემელთა უფლისათა და ვნებათა მისთვის თავსმდებელთა და გუნდსა თანა უხორცოთასა ცათა შინა მიწთომილთა და სასწაულთმოქმედთა.

სხვა კონდაკი:
სიტყვითა მით შენითა ხმატკბილადმეტყუელთა, ერმოგენი, აღმოიყვანენ კაცნი სიღრმით უმეცრებისათ და დაადგინენ კლდესა ზედა ცხორებისა, და შენცა, ევგრაფი, ამხილე რა მეფესა მოხარულსა წარგეკვეთა თავი, აწ უკუე ევედრენით წადიერად ღმერთსა მინას თანა ცხორებად ჩუენ ყოველთა, რომელნი სურვილით პატივს გცემთ თქუენ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 ტიმ. 6: 17-21 (დას. 289). ლკ. 21: 28-33 (დას. 107).






1ტიმ. VI, 17-21.
17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,
19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.
20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,
21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.



ლკ. XXI, 28-33.
28. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.
29. და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:
30. როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
31. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი.
32. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
33. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler