ძველი სტილი
3 ნოემბერი
სამშაბათი
ახალი სტილი
16 ნოემბერი
22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხმა 4,
ხსნილი ხსნილი
ღირსისა ნიკოლოზისა, ქართველთა მნათობისა, აკოლოთიათა აღმწერელისა (1308); დიდმოწამე გიორგის ტაძრის განახლება ლუდიასა შინა (IV), სადა მდებარე არს პატიოსანი გვამი მისი; მოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალა დიაკონისა (IV); მოწამე მხედართა: ატიკესი, აღაპისა, ევდოქსისა, კატერისა, ისტუკარისა, პაქტოვისა, ნიქტოპოლიონისა და მოყვასთა მათთა (დაახლ. 320); ღირსისა აკეფსიმესი (IV); მართლისა სნანდულიასი (IV); ღირსი ანა, ასული დიდი მთავრის, ვსევოლოდ პირველისა, იაროსლავის ძისა (+1112); ხსენება მღვდელმოწამეთა: ბასილ არხანგელსკისა, პეტრე კოსმინკოვისა, ბასილი პოკროვსკისა, ალექსანდრე პარუსნიკოვისა, ვლადიმერ პისარევისა, სერგი კედროვისა, ნიკოლოზ პიატნიცკისა, ბიკენტი სმირნოვისა, იოანე კესარისკისა, პეტრე ორლენკოვისა, ალექსანდრე ზვერევისა, პავლე ანდრეევისა, კოზმა პეტრიჩენკოსი, პრესვიტერთა და სვიმეონ კრეჩკოვისა, დიაკონისა (+1937), მოწამისა ევდოკია საფრონოვასი (+1938) და მღვდელმოწამისა სერგი სტანისლავლევისა, დიაკონისა (+1942); წმინდა აღმსარებელი ჰორმიზდასი (V); თეოდორე აღმსარებელი, ანკვირელი (VIII-IX); წმინდა მოწამე გიორგი დამასკელი; ხსენება წმინდათა მოწამეთა: დაკიოსისა, სევიროსისა, ანდრონისა, თეოდოტესი და თეოდოსიასი, მახვილით განგმირულთა; ხსენება ღირსისა მამისა ილიასი, მეგვიპტელისა; ხსენება ცხრა წმინდა მოწამისა, მახვილით განგმირულთა; ხსენება ოცდარვა წმინდა მოწამისა, რომელთაც სიკვდილი ცეცხლში მიიღეს; ღირსი პიმენ ზოგრაფელი (+1620); მღდელმოწამე გიორგი ნეაპოლელი (+1797).
დღის ლოცვა
მოწამეთა აკეფსიმა ეპისკოპოსის, იოსებ ხუცისა და აითალე დიაკონის კონდაკი:
საღმრთოსა საიდუმლოსა უბიწოდ მომღებელ-იქმენ, ბრძენო, და მსხვერპლ შემწყნარებელ-იქმენ, ღმრთივსანატრელო, რამეთუ ქრისტეს სასუმელი დიდებულად სუ, წმიდაო აკეფსიმა, თანა ვნებულთა შენთა თანა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ.: კოლ. 2: 20 - 3: 3 (დას. 256). ლკ. 11: 34-41 (დას. 60).


კოლ. II, 20 - III, 3.
20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიური საწყისისათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:
21. ნელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები
22. ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით?
23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.

1. თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
2. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
3. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.

ლკ. XI, 34-41.
34. სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.
35. მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.
36. ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.
37. ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.
38. ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.
39. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.
40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?
41. მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat