შემდგომი დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა. მოციქულთა ფილიმონისა და არქიპოსი, 70-თაგანთა და მოციქულთა სწორისა მოწამისა აპფიასი (I); მოწამეთა: კიკილიასი (ცეცილიასი), ვალერიანესი, ტიბურტისა და მაქსიმესი (დაახლ. 230); მოწამისა პროკოფი წიგნისმკითხველისა (303); მოწამისა მენიგნისა (250); ღირსისა აგაბო ისმაიტელისა (V); მართლისა მიქაელ მხედრისა, ბულგარელისა (866); კეთილმსახურისა მთავრისა მიხეილ ტვერელისა (1318).
დღის ლოცვა
მოციქულთა: ფილიმონისა და არქიპოსი - სამოცდაათთაგანთა და მოციქულთა სწორისა, მოწამე აპფიას კონდაკი:
ვითარცა ვარსკულავთა ყოვლადბრწყინვალეთა განმანათლებელთა სოფლისათა მოციქულთა ქრისტესთა შევასხმიდეთ ფილიმონს დიდებულსა და საღმრთოსა არქიპოს, ონისიმეს და მარკოზს, და აპოლოს, და მათთანავე აპფიას ყოვლადბრძენსა, და ესრეთ უღაღადებდეთ: ევედრენით ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.