ძველი სტილი
5 ნოემბერი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
18 ნოემბერი
22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხმა 4.
ხსნილი ხსნილი
მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიასი (III); მოციქულთა: პატრობისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა, 70-თაგანთა (I); გრიგოლისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (IX); იონასი, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსისა (1470) წმინდა პავლე ტობოლელი (+1770); აღსაყდრების დღე წმინდისა ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა; ხსენება მღვდელმოწამისა გაბრიელისა (მასლენიკოვი), პრესვიტერისა (+1937); ხსენება წმინდა დომნინესი, რომელი იწამა კესარიას პალესტინისასა და მისთანა წამებულთა (+დაახლ. 308); ხსენება წმინდათა მოწამეთა: კასტორისა და აღათანგელოზისა; ხსენება ღირსისა კანონიკასი, კონსტანტინოპოლელი თავადის ასულისა, იორდანიის უდაბნოში მოღვაწისა.
დღის ლოცვა
მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კონდაკი:
მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუარისა და თანა მოღუაწისა შენისა ეპისტიმიას თანა, დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
კოლ. 4: 2-9 (დას. 260). ლკ. 11: 47-12: 1 (დას. 62).




კოლ. IV, 2-9.
2. გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
3. ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი;
4. რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება.
5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.
6. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
7. ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,
8. რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,
9. ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.




ლკ. XI, 47 - XII, 1.
47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.
48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.
49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან.
50. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,
51. აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.
52. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.
53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,
54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.

1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler