მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტესი და მათთანათა (დაახლ. 341-345);
ღირსისა მარკიანე კვირინელისა (381-391);
ღირსი კვიპრიანე სტოროჟევსკი (+1598-ის შემდგომ); ხსენება მღვდელმოწამეთა: კონსტანტინე იურგანოვისა და ანანია არისტოვისა, პრესვიტერთა (+1918); ხსენება წმინდათა მოწამეთა, სენატორთა საბჭოს წევრთა, მახვილით განგმირულთა; ხსენება წმინდათა მოწამეთა: კირიკიასი, დომნინასი და დომნისა, მახვილით განგმირულთა;
წმინდა ანტონ აღმსარებელი, თესალონიკელი ეპისკოპოსი (+844).
დღის ლოცვა
მოწამეთა: აკვინდინესი, პიგასისა, აფთონისა, ელპიდიფორესი, ანემპოდისტოსისა და მათთანა
ტროპარი: ღუაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადიერად ჰქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: კეთილმსახურნი და ღმერთშემოსილნი მოწამენი და ქუეყანისათა ყოველთა დამტევებელნი, შეიწყნარენ ფუფუნებასა კეთილთა შენთასა და განსვენებასა აკვინდინე და პიგასი და ანემპოდისტოს, და მათთანა აფთონი და ელპიდიფორე, რომელი ხარ მხოლო სახიერ.