ძველი სტილი
25 იანვარი
კვირა
ახალი სტილი
7 თებერვალი
35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა 2.
ხსნილი ხსნილი
გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (389/390); გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (ქიქოძე, 1896); მოწამისა ფილიცატასი (დაახლ. 164); ღირსისა პოპლისა; ღირსისა მარი მგალობელისა (IV); ღირსისა კასტინოსისა, ბიზანტიონის ეპისკოპოსისა (დაახლ. 237); მოწამისა მედულესი; ღირსისა დიმიტრი სკევოფილაქსისა (VIII); მოწამისა ავქსენტი კონსტანტინოპოლელისა (1720); მღვდელმოწამისა ვლადიმერისა, კიევის მიტროპოლიტისა (1918); ბრეტანისა, ტომისის ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (რუმინ.)(IV).
დღის ლოცვა
გრიგოლ ღმრთისმეტყველი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი
ტროპარი:
იშუებენ ერნი და განცხრების ეკლესია, და იხარებს წმიდა ბრძენთა კრებულნი, ღმრთისა სიტყვისა საუნჯეო გრიგოლ, მეოხ გვეყავნ პატივისმცემელთა შენთა.
ტროპარი: მწყემსობით ქნარი ღმრთისმეტყუელებისა შენისა რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყუებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა სიკეთეცა სიტყუათა მიემატოს მათ; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო გრიგოლ, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ღმრთისმეტყუელითა ენითა შენითა თხზულებაი იგი რიტორთა დაარღვიე, დიდებულო, და მართლმადიდებლობისა ზე ქსოვილითა კუართითა შემკულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომელი იგი შეიმოსა რა, ხმობს ჩუენ თანა შვილთა შენთა: იხარებდ, მამაო, ღმრთისმეტყუელებისა გონებაო, ყოვლადვრცელო.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: 1 ტიმ. 1: 15-17 (დას. 280, შუა). ლკ. 18: 35-43 (დას. 93).
მღ.მთ.: 1 კორ. 12: 7-11 (დას. 151). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
მკ. XVI, 1-8.
1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან.
3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო.
5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.
6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი.
7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ.
8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.
1ტიმ. I, 15-17 .
15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.
16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლკ. XVIII, 35-43.
35. ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
36. ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია?
37. უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო.
38. მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:
39. წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
40. იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
41. რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
42. იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
43. მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.
1კორ XII, 7-11.
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.

ინ. X, 9-16.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.
13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.
16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დიდი მარხვისა და მისი მოსამზადებელი პერიოდის საეკლესიო ღვთისმსახურება რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. ეს თავისებურებანი მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრექრისტიანული ეპოქიდან დღემდე თითქმის უცვლელად შემოინახა.

istanbul evden eve nakliyat istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı teheccüd namazı nedir cialis viagra satış

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır