
მიცვალება წმ. მეფე თამარისა; ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა; ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა (1101); ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანია, 1923); ღირსისა მარკიანე კვირინელისა (დაახლ. 388); მოწამისა თეოდულე ანაზარბელისა (284-305); მოწამეთა: ელადი კომენტარისისა, თეოდულესი, ბოითესი, ევაგრესი და მაკარისა (284-305); იოაკიმესი, ტირნოვოს პატრიარქისა (1246/1248)(ბულგ.); მაქსიმესი, უნგროვლახეთის ეპისკოპოსისა, სერბელისა (1546); ღირსთა კირილესი და მარიამისა (დაახლ. 1337) -სერგი რადონეჟელის მშობელთა; ღირსისა ეფრემისა, მილასონელი ეპისკოპოსისა (V).
დღის ლოცვა
ღირსისა ალექსი მღვდელმონაზონისა (შუშანიასი)
ტროპარი: ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.