
ღირსისა და ღმერთშემოსილისა ანტონი დიდისა, მეგვიპტელისა (356); მოწამეთა იუნილასი და ტურვონისა (II); კეთილმსახურისა მეფისა თეოდოსი დიდისა, წარმომავლობით იბერიელისა (395); ღირსისა ანტონი ახლისა, სასწაულმოქმედისა (XI); წმიდისა მარტირისა; მოწამისა გიორგი იოანინელისა (1838); ღირსისა აქილე აღმსარებელისა, მეგვიპტელი განდეგილისა (V); ღირსისა ანტონისა (კანტაკუზინოსი) (XV); ღირსისა ფილოთეოსისა (XVI).
დღის ლოცვა
ღირსი და ღმერთშემოსილი ანტონი დიდი
ტროპარი: მოშურნისა ილიას საქმეთა მიემსგავსე, და იოანე ნათლისმცემელისა კუალსა შეუდეგ, ღირსო მამაო ანტონი, უდაბნოს მკვიდრ იქმენ, და სოფელი განანათლე ლოცვითა შენითა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მსოფლიონი შფოთნი განიშორენ, და მყუდროებით ცხოვრება შენი აღასრულე, ნათლისმცემელსა მიემსგავსე ყოვლითავე სახითა, ღირსო, მისთანავე უკუე პატივს-გცემთ, მამაო მამათაო ანტონი.