სილიბისტრო რომის პაპისა (335); მღვდელმოწამე თეაგენოსისა, ჰელესპონტოს პაროსის ეპისკოპოსისა (დაახლ. 320); ღირსისა სერაფიმე საროველისა (1833); მოწამისა გიორგი გურჯისა, კუნძულ ლესბოსზე ვნებულისა (1770/1777); მოწამისა ბასილი ანკვირელისა, რომელი იწამა კესარიას (360-363); ღირსისა დედისა თეოდოტესი, წმიდათა უვერცხლოთა კოზმა და დამიანე აზიელთა დედისა; მღვდელმოწამისა ისიდორესი, ანტიოქიის ასურეთიდან (IV); ღირსისა მარკოზ ყრუისა; კოზმა I-ისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა, სასწაულმოქმედისა (1081); მართლისა სერიოლოს ვალიელისა (უელსელისა)(VI).
დღის ლოცვა
წმინდა სერაფიმე საროველის ტროპარი
სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადებელითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოი მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამისთვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოი, ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.