ხსნილი თევზით
მოწამისა აღრიპინასი (253-260); მოწამეთა: ევსტოქისა, გაიოზისა, პროვოსი, ლოლისა, ურბანისა და სხვათა (IV); ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატისა (1480).
დღის ლოცვა
ვლადიმერის ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:
ბრწყინვალედ იხარებს დღეს ღვთივდაცული ერი ჩუენი, დედუფალო, მიმრქმელი, ვითარცა ნათლისა მზისასა, სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა, რომლისა ქვეშე შევრდომილნი მოვილტვით შენდამი და გიგალობთ ესრეთ: ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო ღვთისმშობელო, ევედრე შენგან განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა იხსნას ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და მხარენი ქრისტეანეთანი და უვნებლად დაიცვნეს იგინი ყოველთა მბრძოლთა მათთაგან და იხსნენ სულნი ჩუენნი.
მოწამე აგრიპინას კონდაკი:
ბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა შენთა ნათლით შემოსილი დღე წარმოგვიდგა ჩუენ, რომელსა შინა პატივისმცემელნი შენნი საღმრთოსა ამას ეკლესიასა სიხარულით შემოვკრბებით გალობად შენდა: გიხაროდენ, ქალწულმოწამეო აგრიპინა, ყოვლადპატიოსანო.