მოწამეთა: ინასი, პინასი და რიმასი (III); მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრი დიაკონისა და ათანასე წიგნის-მკითხველისა (დაახლ. 306); მღვდელმოწამისა მეთოდისა, პატარელი ეპისკოპოსისა (312); ლევკი აღმსარებელისა, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსისა (V); მოწამეთა: იოსტოსი და დულასი; მღვდელმოწამისა ავინკრიტესი და მისთანათა; ღირსისა იოსებ განშორებულისა.
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე მეთოდიოსის, პატარელი ეპისკოპოსის
ტროპარი: სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუეყანით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთივგანბრძნობილო მღდელმთავარო მეთოდი, ცხადად მქადაგებელო ღმრთის განხორციელებისაო; ამისთვისცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ვითარცა რა მღდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.