
მცხეთის ჯვრის დღესასწაული. ლომისობა (გარდამავალია, აღინიშნება სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს); ნიკიტა აღმსარებელისა, ქალკედონელი ეპისკოპოსისა (IX); მღვდელმოწამისა ევტიქისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (I); მოწამისა ელიკონიდასი (244); მღვდელმოწამისა ელადი ეპისკოპოსისა (VI-VII).
დღის ლოცვა
ღირსი ნიკიტა აღმსარებლის, ქალკედონელი ეპისკოპოსის კონდაკი:
სიწმიდითა მით საქმეთა შენთათა განბრწყინდი, ღირსო, და მოციქულთა საყდართა მკვიდრ იქმენ, ნიკიტა, და მსგავსად მზისა განანათლე სამწყსო შენი, მამაო, და ყოველნი აღავსენ საღმრთოთა მოძღურებითა, ვინაცა გიხმობთ: გიხაროდენ, ქალკედონისა მშუენიერებაო.