ძველი სტილი
23 მარტი
კვირა
ახალი სტილი
5 აპრილი
მარხვა მარხვა
დიდმარხვის მე-5 კვირა. ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა (522) (გარდამავალია, მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირიაკეს); ღირსმოწამისა ნიკონ ეპისკოპოსისა და ასოთხმოცდაცხრამეტთა მოწაფეთა მისთა (251); მოწამეთა: ფილიტისა და ლიდიასი - მეუღლისა მისისა, მაკედონისა და თეოპრეპესი - ძეთა მათთა, კრონიდესი და ამფილოქესი (117-138); მართლისა ბასილი მანგაზეისკელისა (1600).
დღის ლოცვა

ღირსისა მარიამ მეგვიპტელი

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა  ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.

კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.

დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო