ძველი სტილი
16 მარტი
კვირა
ახალი სტილი
29 მარტი
მარხვა მარხვა
დიდმარხვის მე-4 კვირა. ღირსისა იოანე სინელისა (კიბისაღმწერელისა) (გარდამავალია, მოიხსენიება დიდმარხვის მე-4 კვირიაკეს). ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია, 1927); ღირსთა: პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა, და ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა (XIII); მოწამისა საბინესი (287); მოწამისა პაპასი (305-311); მოციქულისა არისტობულესი, ბრიტანელი ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, რომის პაპისა (119); მოწამისა იულიანე ანაზავრელისა (305-311); მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელ ხუცესთა (დაახლ. 300).
დღის ლოცვა
ამბროსი აღმსარებელის (ხელაია) ტროპარი:
მოუდრეკელითა კუერთხითა სასოებისათა ქუეყანად აღთქუმისად წარუძეღუ ახალსა ისრაილსა და ვითარცა მოსე კლდისაგან მყარისა, წყურიელთა წყალი ღმრთისმეცნიერებისა გარდამოუდინე, რომელსა შინა დაანთქ ეტლები უხილავისა ფარაოისნი, წმიდაო აღმსარებელო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ღირსისა იოანე სინელის (კიბისაღმწერელის)

ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი: ვითარცა რა დიდი მზე, მოძღურებითა და საკვირველებითა ბრწყინვალებითა სამარადისოთ განანათლებ სოფლისა სავსებასა, ზეცისა მესაიდუმლეო ღირსო იოანე.

დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო