ძველი სტილი
9 მარტი
კვირა
ახალი სტილი
22 მარტი
დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირა. ხმა 7.
მარხვა მარხვა
დიდმარხვის III კვირა. ჯვრის თაყვანისცემა. ორმოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთისა, ილიანესი, სისინისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიანესი, გორგონისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონისა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაისა (დაახლ. 320); მოწამისა ურპასიანესი (დაახლ. 295); წმიდისა კესარი მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა (368/369); წმიდათა მოწამეთა: ბაბუასი, ბებიასი, მამისა და დედისა, და ორთა შვილთა მათთა.
დღის ლოცვა

ჯვრის თაყვანისცემა
ტროპარი:
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი:
არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარე, არამედ მიჰრიდა ჯუარსა შენსა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან, მხსნელო, სიკუდილი მოკლა და ჯოჯოხეთი შეფქვა, რომლითა მიხვედ მათდა და ეტყოდი: მკვიდრნო ქუესკნელისანო, აღმოგვალედ კუალად სასუფეველად.


ორმოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთისა, ილიანესი, სისინისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიანესი, გორგონისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონისა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსის


ტროპარი:
წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი: ყოველივე მხედრობაი ქუეყანისა დაუტევეთ და ზეცათა მეუფესა შეუდეგით, ღუაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ, სანატრელნო, და ღირსებით მოიგეთ დიდებაი იგი ზეცათა და სიმრავლე გვირგვინთა.
დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-7, ინ. 63 დას. XX, 1-10. ლიტ. - ებრ. 311 დას. IV, 14 - V, 6. მკ. 37 დას. VIII, 34 - IX, 1. მოწ. - ებრ. 331 დას. XII, 1-10. მთ. 80 დას. XX, 1-16.

ებრ. XII, 1-10.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.
4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.
5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

მთ. XX, 1-16.
1. ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.
2. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი.
3. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინანა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები.
4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.
5. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.
6. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად?
7. მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.
8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე.
9. მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი.
10. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს.
11. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს
12. და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.
13. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი?
14. მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?
16. ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler