ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში, 662); მოწამისა ნეოფიტესი, რომელი იყო ნიკია ქალაქით ბითვინიისა (284-305); მოწამეთა: ევგენი ტრაპეზუნტელისა და მის თანა უალერიანესი, კანდიდოსი და აკვილასი (284-305); ქალწულმოწამისა აგნია რომაელისა (დაახლ. 304); მოწამისა ანასტასისა, მაქსიმე აღმსარებელის მოწაფისა (VII); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556); ღირსისა ზოსიმესი, სირაკუზელი (სიცილიელი) ეპისკოპოსისა (დაახლ. 662); ღირსისა აპოლონ ეგვიპტელისა (IV); ოთხთა ტვირელ მოწამეთა; ღირსისა ნეოფიტე ვათოპედელისა, ათონელისა; კრება ვათოპედის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა ''ნუგეშინისმცემელი'' (807); მოწამისა პატროკლესი (270-275); ყოველთა მოწამეთა, რომელნი სტეფანესითგან ვიდრე დღენდელად დღედმდე წამებულ არიან კეთილითა წამებითა ყოველსა სოფელსა. წმინდა პატრიარქ კალისტრატესი (ცინცაძე, 1952).
დღის ლოცვა
ღირსი მაქსიმე აღმსარებლის კონდაკი:
სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.