ღირსისა მაკარი დიდისა, მეგვიპტელისა (390-391); ღირსისა ანტონი მესვეტისა, მარტყოფელისა, სასწაულმოქმედისა (VI); მარკოზ ევგენიკოსისა, ეფესელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1444-1457); ქალწულმოწამისა ევფრასია ნიკომიდიელისა (303); ღირსისა მაკარი ალექსანდრიელისა, რომაელისა, ქალაქელისა (394-395); არსენისა, კერკირელი მთავარეპისკოპოსისა (X); მოწამისა ამბა ანტონისა, რომელსა ერქვა რავახ; გრიგოლ ღმრთისმეტყველის წმიდათა ნაწილთა აღმოყვანება ნაზიანზიდან კონსტანტინოპოლს (დაახლ. 950); ღირსისა მელეტი ვალესიელისა, აღმსარებელისა (1283); ხსენება ნიკეაში მომხდარი უდიდესი სასწაულისა, როდესაც ბასილი დიდმა ლოცვით გააღო კათოლიკე ეკლესიის კარი და გადასცა ეკლესია მართლმადიდებლებს; ღირსისა მაკარისა, იერისოსის ეპისკოპოსისა (395-408).
დღის ლოცვა
ღირსი ანტონ მარტყოფელი
ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ-ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღუაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღუარნი ყოვლისა სოფლისანი და შუენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებოდინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი წმიდა, ხელითუქმნელი, მფარველად ერისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.