გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსისა, ბასილი დიდის ძმისა (394-ის შემდეგ); ღირსისა დომენტიანესი, მელიტინელი ეპისკოპოსისა (601-602); ღირსისა მარკიანე ხუცისა და იკონომოსისა (V); ნეტარისა თეოსებია დედათდიაკონისა, ბასილი დიდის დისა (385); თეოფანე დაყუდებულისა, ვიშენსკელისა (1894); ღირსისა ამონისა; ღირსისა ანტიპა ათონელისა (რუმინ.) (1882).
დღის ლოცვა
წმინდა გრიგოლ ნოსელის
კონდაკი: ეკლესიისა ღმრთისა მღვდელმთავარსა და პატიოსნისა სიბრძნისა საიდუმლოთა გამომეტყუელსა, გრიგოლი ნოსელსა, გონება მღვიძარესა და ანგელოზთა თანა მოდასესა, ყოველნი პატივს ვსცემდეთ, რომელი იშუებს საღმრთოთა ნათლითა და ევედრების ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: მადლითა სულისათა, მღვიძარეო მღვდელმთავარო, მღვიძარედ მწყემსად გამოუჩნდი სოფელსა და სიბრძნისა შენისა კუერთხითა და მხურვალითა ზედა მდგომელობითა ყოველნი ბოროტად მადიდებელნი, ვითარცა რა მგელნი, განიოტენ და განუხრწნელად დაიცევ სამწყსო შენი, ყოვლადბრძენო გრიგოლი.