ძველი სტილი
1 მარტი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
14 მარტი
დიდი მარხვის პირველი შვიდეული. ხმა 8.
მარხვა მარხვა
ღირსმოწამისა ევდოკიასი (II); მოწამისა ანტონინასი (286-305); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (დაახლ. 450-460); ღირსისა აგაპი ვათოპედელისა, ათონელისა; დავითისა, უელსის მთავარეპისკოპოსისა და მფარველისა (544); ღირსისა ლუკა სიცილიელისა (X); მოწამისა პარასკევა ტრაპეზუნდელისა (1659).
დღის ლოცვა
ღირსმოწამე ევდოკიას კონდაკი:
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკუდილისა განგვწმედ ჩუენ სასწაულთა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. II, 11-21. მწუხ. - შესქ. II, 4-19. იგავ. III, 1-18.
ეს. 2,11-21
11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
12. რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
13. სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
14. ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
15. რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
16. რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
17. რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,
18. რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.
19. იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
20. რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,
21. რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.


დაბ. 2,4-19
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას.
5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.
7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.
10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11 . ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც.
13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.
18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.


იგავ. 3,1-18
1. შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
2. დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
3. მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
4. წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
7. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
8. ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.
9. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.
10. ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.
11. უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;
12. რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს.
13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!
14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს.
15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა დედა ღვთისას წილხვედრ მიწაზე, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენს წინაპართა მიერ განდიდებული ხატები.
ასეთია აწყურის ღვთისმშობლის ხატიც - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა.