ძველი სტილი
9 თებერვალი
პარასკევი
ახალი სტილი
22 თებერვალი
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ხმა 5.
მსგეფსი მსგეფსი
მოწამისა ნიკიფორესი, ასურეთის ანტიოქიიდან (დაახლ. 257); მღვდელმოწამეთა: მარკელესი - სიცილიელი ეპისკოპოსისა, ფილაგრესი - კვიპრელი ეპისკოპოსისა და პანკრატისა - ტავრომენიელი ეპისკოპოსისა; მღვდელმოწამისა პეტრე დამასკელისა (VIII); ღირსისა რომანოზ კილიკიელისა; მოწამეთა ამონისა და ალექსანდრესი კვიპროსიდან (დაახლ. 248-251). ნაწილთა აღმოყვანება ღირსისა გაბრიელ სალოსისა, აღმსარებლისა (ურგებაძე).
დღის ლოცვა
მოწამე ნიკიფორეს
კონდაკი: ღმრთისა სიყუარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ სიბოროტე სიძულილისა და მახვილსა ქედი შენი წარუპყრენ, ვითარცა საღმრთომან მოწამემან, ვინა ევედრე განხორციელებულსა მას მაცხოვარსა ჩუენ ყოველთათვის, რომელნი უგალობთ დიდებულსა სახსენებელსა შენსა.

სხვა კონდაკი: ფრთოვან-იქმენ ღმრთისა სიყუარულითა, წმიდაო, რომლისაცა ცხოველი ჯვარი მხართა ზედა აღიღე და არცხვინე სივერაგესა ეშმაკთასა, და იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, და გამოსჩნდი შენ ჭეშმარიტად აღჭურვილი, ნიკიფორე, მესაიდუმლედ ღმრთისა.
დღის საკითხავები
ლიტ. - 1 ინ. 70 დას. II, 7-17. მკ. 63 დას. XIV, 3-9.
1ინ. II, 7-17.
7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.
8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს.
9. ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.
10. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში.
11. ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.
12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი.
13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.
14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.
15. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.
17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
მკ. XIV, 3-9.
3. ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას.
4. ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა?
5. ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.
6. ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო.
7. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
8. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად.
9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის ურჯულო იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობისას ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალწული, სახელად ეკატერინე. წარმოშობით ბერძენი გახლდათ, სამეფო გვარის ჩამომავალი.