ძველი სტილი
22 თებერვალი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
7 მარტი
ყველიერი ყველიერი
ღირსი შიო დიდისა, მღვიმელისა, სასწაულმოქმედისა, შიოობა. წმიდათა მოწამეთა ცხრათა ყრმათა კოლაელთა (VI); პოვნა წმიდათა ნაწილთა ევგენიელ მოწამეთა: მოციქულისა, 70-თაგანისა ანდრონიკესი, იუნიასი და სხვათა (VII); მოწამეთა მავრიკისა და 70-თა მხედართა: ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვათა (დაახლ. 305); ღირსისა ვარადატი ანტიოქიელისა (VIII); ღირსთა: თალასისა და ლიმნისა, სირიელ მეუდაბნოეთა; ღირსისა ათანასე აღმსარებელისა (IX); მღვდელმოწამისა ტელესფორე რომის პაპისა (136); მოწამეთა ანთუსასი და მისთა 12-თა სახლიკაცთა; არისტონისა, კვიპროსის არსინოეს ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (IV-V).
დღის ლოცვა
ღირსი შიო მღვიმელის ტროპარი:
სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა.
წმიდა მოწამე ცხრანი ყრმანი კოლაელნი (VI)

ტროპარი: მოწამეთა შენთა, ცხრათა ყრმათა კოლაელთა, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დახნიან, და ქრისტესა ღმერთსა მხოლოსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.





ევგენიელ მოწამეთა ნაწილთა პოვნა

კონდაკი:
მტკიცენო სუეტნო სარწმუნოებისანო, კეთილად მძლენო მოწამენო, რომელთა ქრისტესთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი დაითმინენით და მრავალ წელ ეგენით ფარულად, და აწ განსცხადენით, ვითარცა რა მრავალ ფასნი საუნჯენი, და ეკლესიასა ღმრთისასა პატიოსნად მკლავთა მიერ მღდელთმთავრისათა ტვირთულნი მიერთვენით, და მვედრებელთა თქუენთა მიანიჭებთ კურნებასა, ქრისტესა ევედრენით ცხორებად სულთა ჩუენთათვის.
დღის საკითხავები
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
2019 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში.